უპრეცედენტო საქმის სამდღიანი ისტორიული განხილვა დაძაბულ რეჟიმში წარიმართა. ერთი, რაც ცხადად გამოჩნდა, მხარეები საკონსტიტუციო ნორმებს სხვადასხვაგვარად კითხულობდნენ. რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის წარდგინების განხილვის ყველა ეტაპზე, ყველაზე სადავო ქვეყნის მთავარი კანონის 49-ე და 52-ე მუხლებით განსაზღვრული საკითხები იყო.
მთავარი შეკითხვა, რაც წარდგინების ავტორებს შემაჯამებელი სხდომისას პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიციის შემდეგ გაუჩნდათ, ასეთი ფორმულირებისაა – რა მიზანი და შედეგი ჰქონდა მის ვიზიტებს, თუ სალომე ზურაბიშვილი სამი შეუთანხმებელი ვიზიტის ფარგლებში არ ახორციელებდა არც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას და არც საგარეო პოლიტიკას.
განხილვის შემაჯამებელი სხდომა და მხარეთა არგუმენტები ნახეთ თამარ წიკლაურის რეპორტაჟში.