პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

16 ოქტომბერს გაირკვევა, დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის უზენაესი კანონი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეზონანსულ საქმეზე გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს. 9 მოსამართლიდან მინიმუმ ექვსის თანხმობაა საჭირო, რომ საბოლოოდ დადგინდეს, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის შეუთანხმებელი ვიზიტები კონსტიტუციის დარღვევა.

თუ მოსამართლეები მთავარი კანონის დარღვევას დაადასტურებენ, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა პარლამენტში გადაინაცვლებს. თუმცა, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში არ აქვს.