პრეზიდენტის იმპიჩმენტი - შეფასებები

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ განიხილავს.

პროცესს ოპოზიცია აკრიტიკებს. დიდი ნაწილი მის მხარდაჭერას არ გეგმავს. ნაწილი კი კენჭისყრაზე დასწრებასაც არ აპირებს, თუ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით კი პრეზიდენტმა საგარეო ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.