პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დასაწყებად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მმართველი გუნდის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს განიხილავს. ამის შემდეგ სახელისუფლებო გუნდის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღესვე შევა.

სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ უჭერს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, მოქმედი პრეზიდენტი ვალდებულია, საგარეო პოლიტიკა მთავრობასთან შეთანხმებით აწარმოოს.