დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია? – „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტს შორის დაწყებულ დავაზე, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. „ქართული ოცნება“ მისივე მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. სასამართლოში შეტანილ სპეციალურ წარდგინებას ხელს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს.