პრეზიდენტის იმპიჩმენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით წარდგინება გადაეგზავნა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობა გუშინ დაადასტურა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა აქვს. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ უჭერს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს დააზიანებს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პროცესი კვლავ პარლამენტში გადაინაცვლებს. იმპიჩმენტისთვის დეპუტატების ასი ხმა არის საჭირო.