პრეზიდენტის გზავნილები - პოლიტიკური შეფასებები

ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას იწყებს.

სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ადგილი ათონელის ქუჩაზე აშენებული რეზიდენცია იქნება, სადაც სახელმწიფოს მეთაური, სავარაუდოდ, ხვალ მივა.

მედიისთვის საკუთარი გუნდის წარდგენამდე აქტიური პოლიტიკური განხილვის თემაა ინაუგურაციის ცერემონიაზე თითქმის 25-წუთიანი გამოსვლა.

მიმართვა ოპონენტებს, ოკუპაციის პრობლემა, რუსეთთან ურთიერთობა, ევროინტეგრაცია, წინამორბედების საქმიანობის შეფასება, – მმართველი გუნდისგან გასხვავებით, ოპოზიციისთვის პრეზიდენტის გზავნილები და აქცენტები უინტერესო აღმოჩნდა.