პრეზიდენტის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები

მორიგი დაპირისპირება სახელისუფლებო შტოებს შორის.

პრეზიდენტი ევროპარლამენტის მძიმე შინაარსის რეზოლუციაზე „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებით უკმაყოფილოა, მეტიც, ის ევროკავშირიდან კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო სამუშაების კონტექსტში მთავრობას უმოქმედების გამო აკრიტიკებს. ბრიუსელიდან თბილისში სალომე ზურაბიშვილს დაბრუნება დაგეგმილზე ადრე მოუხდა. როგორც მისი განცხადებით ხდება ცნობილი, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს ევროპის სამ ქალაქში დაგეგმილი ვიზიტების უფლება კიდევ ერთხელ არ მისცა. „ვბრუნდები საქართველოში ევროპული მომავლის დასაცავად“, – ამ სიტყვების შემდეგ პრეზიდენტს დამატებითი განცხადების გაკეთება და იმის განმარტება დასჭირდა, რომ შეწყალების აქტის გამოცემას არ აპირებს.