პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში - პოლიტიკური შეფასებები

საქართველოს ევროპულ არჩევანზე გააკეთა მთავარი აქცენტი პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისას. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს უსაფრთხოების გარანტიაა და რუსეთისგან დაცვას ნიშნავს. საერთაშორისო ტრიბუნიდან პრეზიდენტმა თქვა, რომ პოლარიზაციის დაძლევა 12 რეკომენდაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომელზეც ყველამ უნდა იმუშაოს. ზომიერად კრიტიკული, – ასე შეაფასეს სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა თბილისში პოლიტიკურმა მხარეებმა.