პრეზიდენტის გადაწყვეტილება – შეფასებები

15:12, 01.08.2020

თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას არ გადახედავს და გიორგი რურუას არ შეიწყალებს, საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება, – ასეთია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.  ამასთან ოპოზიციის შეფასებით, გადაწყვეტილება ზურაბიშვილმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღო, რაც საარჩევნო გარემოზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

თემაზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი იუსტიციის მინისტრმაც. თეა წულუკიანი ამბობს, რომ  პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია.

მსგავსი