პრეზიდენტის გადაწყვეტილება

პარლამენტმა შესაძლოა ცესკო-ს თავმჯდომარე ვერ დაამტკიცოს.

საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს. მათი უკმაყოფილება სალომე ზურაბიშვილის მიერ, მოქმედი თავმჯდომარის, კანდიდატთა სიიდან ამოღებას მოჰყვა. უცნობია ვის დაუჭერს მხარს ოპოზიცია – საბოლოო გადაწყვეტილება პარტიებს ჯერ კიდევ არ აქვთ. საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. ისინი საკონკურსო კომისიის მიერ რეკომენდებული სამი კანდიდატიდან შეირჩნენ. ვაკანტურია ცესკოს ორი წევრის თანამდებობაც, მათგან ერთზე პარლამენტს პრეზიდენტმა ქრისტინე ქაჯაია და ლევან ისაკაძე შესთავაზა, მეორე პოსტზე კი ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილის მიერ შესაბამისი კანდიდატები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.