პრეზიდენტის გადაწყვეტილება

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ეთანხმება ოპოზიციის შენიშვნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონპროექტზე ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისია. მისივე თქმით, პროცესი მოითხოვდა მეტ კომუნიკაციას, მათ შორის საზოგადოებასთან. პრეზიდენტის თქმით, დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღების არჩეული პროცედურა არგუმენტების წარდგენის ყველასთვის ერთნაირ შესაძლებლობას ნაკლებად იძლეოდა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა, როგორია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის განცხადებები ნათია ქენქაძე გვეტყვის.