პრეზიდენტის დაკავება და დაპირისპირება სამხრეთ კორეაში 

სამხრეთ კორეის უფლებამოსილება შეჩერებული პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დაკავებულია.

ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტს ხელბორკილები დაადეს. რამდენიმეკვირიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი დასაკითხად ანტიკორუფციულ სააგენტოშია გადაყვანილი. ის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაშია ეჭვმიტანილი და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯაც კი შეუფარდონ. სახელისუფლებო კრიზისი სამხრეთ კორეაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ამჟამად დაპატიმრებულმა პრეზიდენტმა ყველასთვის მოულოდნელად 3 დეკემბერს ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო და პარლამენტის ბლოკირებას შეეცადა, სადაც უმრავლესობას, მასთან ოპოზიციაში მყოფი ძალები ფლობენ.