პრეზიდენტის არჩევის თარიღი დღეს გახდება ცნობილი

ახალი პრეზიდენტის არჩევის თარიღი დღეს პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი. კონსტიტუციის შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნებიც და ინაუგურაციაც დეკემბერში შედგება. პრეზიდენტის არჩევა ახალი სისტემით მოხდება, რომლის განხორციელებასაც ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს. ახალი წესის მიხედვით, თარიღის დანიშვნის შემდეგ ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება. ვინ იქნება სალომე ზურაბიშვილის შემცვლელი, „ქართული ოცნება“ კანდიდატურას ჯერ არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ გუნდში შეთანხმება მიღწეულია.