პრეზიდენტი უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციებს ორშაბათიდან დაიწყებს
უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტი კონსულტაციებს ორშაბათიდან დაიწყებს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობით კანდიდატი არა პრეზიდენტის, არამედ საზოგადოების შერჩეული იქნება.
კონსულტაციების რაც შიძლება მოკლე ვადაში დასრულების აუცილებლობაზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. სამოქალაქო საზოგადოების წევრები აცხადებენ, რომ კანდიდატის შერჩევა და დამტკიცება მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, რაც არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელია.