პრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება

„ევროპამ საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო“ – ასე ეხმაურება პრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებას. განცხადებაში წერია, რომ  ევროპულმა სასამართლომ აღიარა, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. რითიც ნდობა გამოუცხადა მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და, შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას. მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა. მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთ- ერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“, – ვკითხულობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი