პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს

პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს სტუმრობს. სალომე ზურაბიშვილი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. დაათვალიერა ზარზმის მონასტერი. პრეზიდენტი ასევე ჩავა სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს და მარნებს მოინახულებს. სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებსაც ესაუბრა. შეხვედრა აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა ახალ სარეაბილიტაციო ცენტრში შედგა. პრეზიდენტს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.