შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პრეზიდენტთან ერთად გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა.
გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დაჯილდოვდა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გიგა ოთხოზორიას და მისი ოჯახის მიმართ პატივისცემა გამოხატა.
საქართველოს მთავრობის სახელით, გიგა ოთხოზორიას ოჯახს მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გადაეცა.