პრეზიდენტი მოსამართლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს და მოსამართლეებს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში საკონსტიტუციო სასამართლოს პირველად ეწვია. შეხვედრა დახურული იყო.

შეხვედრამდე ზურაბიშვილმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი მოინახულა და საქართველოს კონსტიტუციის პირველი რესპუბლიკის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესაც შეხვდა. დახურული ფორმატის შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

შეხვედრზე რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.