პრეზიდენტი დიპკორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წელი შეაჯამა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2022 წელი გამოწვევებით და იმედით სავსე წელი იყო. ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება უკრაინამ მიიპყრო, რომლის ომი საქართველოს გამოწვევაცაა. პრეზიდენტის თქმით, ახალი გამოწვევები გამოჩნდა ევროინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებითაც. ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასა და ამ მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.