პრეზენტაცია ტერიტორიული რეზერვის შესახებ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ტერიტორიული რეზერვის შესახებ პრეზენტაცია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარადგინეს.

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა რეზერვის მნიშვნელობასა და პროექტის შესახებ ისაუბრეს. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

დაგეგმილია ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან წეროვანში.