პრეზენტაცია პარლამენტში

12:15, 13.12.2023

„ტრანსფორმაცია და ბოლო ათწლეულის განვითარების ტენდენციები“ – სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში ამ სახელწოდების პუბლიკაციის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ, ევროკავშირის ელჩმა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნეს. სიტყვით გამოსვლებში აქცენტი გაკეთდა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ევროკავშირის სტანდარტებთან ამ სექტორის თავსებადობაზე. ამ მიზნით ქართულ კანონმდებლობაში ევროკავშირის 180-ზე მეტი სამართლებრივი აქტი უკვე გადმოტანილია.

ამასთან, ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველის მიღწეულ პროგრესს და კანდიდატის სტატუსის მოლოდინებზე პოზიტიური განცხადებები გაკეთდა.

 

მსგავსი