პრეზენტაცია მეცნიერებათა აკადემიაში

18:38, 20.02.2026

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, აკადემიური გამოცემის – „ქართლის ცხოვრება“, მესამე ტომისა და ორტომეულის, „მეფე პოეტები“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემები წარმოადგენს ქართული ისტორიოგრაფიული და ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნიმუშებს და მიზნად ისახავს, ისტორიული წყაროებისა და სამეფო პოეტური ტრადიციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, როგორც მკვლევართათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის. ტექსტები მომზადებულია აკადემიური სიზუსტით და ეყრდნობა, როგორც უკვე არსებულ სამეცნიერო გამოცემებს, ისე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს.

მსგავსი