პრევენციული ღონისძიებები და საგანგებო ზომები

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, კოვიდ 19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება აპრილის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. ქვეყნის მასშტაბით დაწყებულია ყველა იმ საავადმყოფოს და იქ არსებული ინფრასტრუქტურის შემოწმება, სადაც ინფიცირებულებს მკურნალობენ.

მოწმდება მარაგები და სამედიცინო პერსონალის მომზადების დონე. დაწყებულია „პისიარ“ ტექნოლოგიაზე დამყარებული, ასევე სწრაფი ტესტების მარაგების შევსება. ჩამოსულია ოქროს სტანდარტად მიჩნეული 10 000 პისიარ ტესტი. გზაშია 18 000. შიდა გავრცელების ცალკეული ფაქტების გამო, ჩაკეტილია მარნეული და ბოლნისი, ზომები გამკაცრებულია და საკონტროლო-გამშვები პუნქტებია მოწყობილი 10 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.