პრემიერის ვიზიტი ყაზახეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს – დახვედრის ცერემონია 15:00 საათზე გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყაზახეთის პრეზიდენტი უმასპინძლებს. დაგეგმილია მათი პირისპირ შეხვედრა. დისკუსია ასევე გაიმართება გაფართოებულ ფორმატში და მონაწილეობას მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ. ამის შემდეგ კი ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება.
შალვა სუმბაძე გვერთვება ყაზახეთიდან.