პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში  

ხვალინდელი დღე გამორჩეული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში.

ბრიუსელში უმაღლესი დონის პირველი შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელსაც პრემიერი მამუკა ბახტაძე და ევროკომისიის პრეზიდენტი უხელმძღვანელებენ. ეს არის ფორმატი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე არცერთი სხვა ქვეყნისთვის არ შეუთავაზებიათ. მსგავს ფორმატში მონაწილეობას ერთი მიზანი აქვს – როგორ უნდა დაუახლოვდეს საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად. ქართული დელეგაცია ბელგიის დედაქალაქში კონკრეტული გეგმებით და წინადადებებით არის ჩასული, რადგან უმაღლესი დონის შეხვედრის გახსნის შემდეგ თემატური დისკუსიები დაიწყება მინისტრების და ევროკომისრების მონაწილეობით.

რას ელოდება ოფიციალური თბილისი ხვალინდელი შეხვედრიდან – ქართული დელეგაციის ვიზიტს ანა ბროლაძე აშუქებს.