პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის მიწვევით გლობალური კარიბჭის ფორუმში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე, „სატრანსპორტო დერეფნები”. სამუშაო ვიზიტის განმავლობაში მთავრობის მეთაურს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრებიც. „გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში.