ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე მკაფიო გზავნილები ისმის ვაშინგტონიდანაც. პრემიერ ბახტაძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ამერიკა ჩვენი ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციას მოუთმენლად ელოდება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, მხარეებმა რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზეც ისაუბრეს. პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ოკუპაციას განაგრძობს. ცნობილი ხდება, რომ პირისპირ შეხვედრის დროს მაიკ პომპეომ და მამუკა ბახტაძემ აშშ-საქათველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის პერსპექტივაც განიხილეს.