ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის წარმოჩენა – ამ მისიით არის ქართული დელეგაცია აბუ დაბიში ჩასული.
პრემიერ-მინისტრს ხვალ მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე მოუსმენენ. გამოსვლაში მთავარი აქცენტი ენერგეტიკაზე, დაკავშირებადობის თემაზე, შუა დერეფანზე და მარშრუტის განსავითარებლად საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე გაკეთდება. მათ შორის, იგულისხმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. შუა დერეფნის განვითარებას საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აცხადებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე სამიტი ახალი ინვესტორების დასაინტერესებლად ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა, რადგან სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებთან ერთად მას მსხვილი ბიზნეს-კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებიან. რამდენიმე მათგანს უკვე გააცნეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი – მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია damac properties, რომელიც 15 ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანიას დღეს ინვესტიციების ჩასადებად რამდენიმე სფერო შესთავაზეს.
სამიტის საზეიმო გახსნის ცერემონია და 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლობა ფორუმზე – სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის, რა შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრები.