პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად აბუ დაბიში იმყოფება.

ოფიციალურ პირებთან შეხვედრებთან ერთად, ხელი მოეწერა მემორანდუმს დეველოპერულ კომპანია „ემაარ-ფროფეთისთან“, რომელიც საქართველოში ორი მსხვილი დეველოპერული პროექტის განხორციელებას შეეხება. ადგილზე გაკეთებული განცხადებებით ირკვევა, რომ ეს პროექტები მოიაზრება თბილისსა და გონიოში და ამ ორი პროექტის საერთო ღირებულება ექვს მილიარდ ამერიკულ დოლარს უდრის. გაკეთდა განცხადებები რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროექტის განხორციელებას ქართულ ეკონომიკაზე. ასევე ირაკლი კობახიძემ და დელეგაციის წევრებმა ვიზიტის შესახებაც გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები.