პრემიერ-მინისტრი სომხეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა, ისაუბრეს არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. აქცენტი გაკეთდა ორმხრივ და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზე. ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების სფეროში ეფექტიან პარტნიორობასა და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების, ასევე რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.