პრემიერის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან

21:08, 03.06.2025

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და გატარებული რეფორმები პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო მისიის ხელმძღვანელს გააცნო. საუბარი შეეხო სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესსაც, რაც, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქვეყანა აფასებს სავალუტო მისიასთან თანამშრომლობას და ფონდის პროგნოზებს. თავი მხრივ მისიამ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. შეხვედრაზე განხილვის თემები იყო ასევე ეკონომიკური ზრდის დინამიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სტრუქტურული რეფორმების პროცესში სავალუტო ფონდის როლი, აგრეთვე რეგიონული სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება, კაპიტალის ბაზრის განვითარება და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება. შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოში ფონდის მუდმივი წარმომადგენელიც ესწრებოდნენ.

მსგავსი