პრემიერის შეხვედრა მეღვინეებთან

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გეგმაა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა ერთ მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „შატო ზეგაანში“, მეღვინეებთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დარგის განვითარების კუთხით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მეღვინეებისგან მოისმინა.