საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთში ახალდანიშნულ ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ხამაშურიძე სხვადასხვა დროს იყო ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, მუშაობდა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში თავდაპირველად ევროსაბჭოს, ხოლო შემდეგ – ეუთო-ს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე.