პრემიერის შეფასება

სააკაშვილი არასოდეს იქნება პრივილეგირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცაგერში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ციხეებში რამდენიმე ათასი პატიმარი ზის და მზრუნველობა მათაც სჭირდებათ. ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი ციხეში სულ მცირე ექვს წელიწადს გაატარებს.