პრემიერის მიმართვა - გამოხმაურებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყება იკვლევს, რა იწვევს სურსათზე ფასების მატებას და რატომ აჭარბებს საქართველოში ერთი და იმავე პროდუქტის ფასები ევროპის ქვეყნების ფასებს რამდენჯერმე. სუს-ში საქმის აღძვრას, წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის ვიდეომიმართვა, სადაც ის სამომხმარებლო ბაზარზე ფასნამატის მაღალ მარჟაზე საუბრობდა. მთავრობის მეთაურმა, შესაძლო კარტელურ გარიგებებზეც მიუთითა. ირაკლი კობახიძის დავალებით, საქმის შესასწავლად, პარლამენტში სპეციალური კომისია შეიქმნება. პრემიერ-მინისტრის მიმართვას პოპულიზმსა და არაკომპეტენტურობას უწოდებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ასევე ამბობენ, რომ ქსელური სასურსათო ბიზნესის წარმომადგენლები, რეალურად „ქართული ოცნების“ წევრები და შემომწირველები არიან.