პრემიერის მიმართვა დუბაის ფორუმის მონაწილეებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში მიმდინარე ღონისძიებაზე მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. მთავარი აქცენტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განსახორციელებელ რეფორმებს შეეხო. მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ აღიარა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

სიტყვით გამოსვლისას მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების სტრატეგიას, ეკონომიკურ ზრდას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას.