პრემიერის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა: „რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ მასკარადს და თეატრს, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ მისი მცდელობა, ის შოუ, რაც მან დადგა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, – რაიმენაირად გადასულიყო კერძო კლინიკაში“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი რევოლუცია და პროვოკაცია იყო.