პრემიერის ინიციატივა – შეფასებები

18:10, 26.01.2026

პოლიტიკური დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მედიისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება. მათი განცხადებით მზად არიან კონსულტაციებისა და დისკუსიისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ დაახლოებით ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს და გაიმართოს დებატების პირველი ფორმატი. პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გაღვივებაში  ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მსგავსი ფორმატები ამ ვითარებას  გამმუხტავს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ბრალდებებს უარყოფენ, მათი ნაწილი დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს, ნაწილი კი დისკუსიისთვის ულტიმატუმებს აყენებს, მათ შორისაა პატიმრების გათავისუფლება.

მსგავსი