რა შემთხვევაშია დიალოგი შესაძლებელი ქვეყანაში ვითარების განსამუხტად – პრემიერ-მინისტრის შეთავაზება დისკუსიასთან დაკავშირებით, განხილვის თემაა პოლიტიკოსებში. ოპოზიცია დიალოგის ფორმატს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ კობახიძე აღარაა ქართველი ხალხის პრემიერი. ისინი ხელახალ არჩევნებსა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.
მმართველი გუნდი კი დიალოგის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ჩაერთონ ამ პროცესში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ნებისმიერ ფორმატში დისკუსია შესთავაზა. მისი თქმით, მზად არის ყველა იმ თემაზე სასაუბროდ, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირდება.