პრემიერის განცხადება - შეფასებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტი არის დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მოსახლეობისთვის მიზნობრივი სოციალური დახმარება, ბიზნესის დახმარება და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის. გახარიას განცხადებით, ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და უკიდურესად მნიშვნელოვანია, საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ.

პრემიერის განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტში არ შევლენ.