პრემიერის გამოხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზეც ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსებისა, რომლებიც ხელს უშლიან ევროკავშირთან ურთიერთობას, საქართველოს ხელისუფლება კვლავ მზად არის, არსებულ რეალობაში, გადატვირთვის პოლიტიკა აწარმოოს. „არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული საქართველოს მნიშვნელობა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა არიან დანიშნული ბიუროკრატები, დანიშნული პოლიტიკოსები, რომლებიც მოქმედებენ არა ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად, არამედ სხვა ძალების გავლენების ქვეშ, რაც ძალიან სამწუხაროა“ – განაცხადა პრემიერმა.