პრემიერის ანგარიში პარლამენტს – შეფასებები

12:05, 27.06.2026

დაახლოებით შვიდი საათი გაგრძელდა პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტში. ბოლო ერთი წლის მთავარ მიღწევებად ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და კორუფციასთან ბრძოლა დასახელდა. ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებაში კორუფცია დაძლეულად გამოაცხადა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს საუბარი მოუწია ბრიუსელთან გაუარესებული ურთიერთობის მიზეზებზე, ამერიკასთან შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის პერსპექტივაზე, ოკუპაციასა და რუსეთთან ურთიერთობაზე. დეპუტატებმა კითხვები დასვეს ბოლო წლების სადავო კანონებსა და რეფორმებზეც. ოპოზიციაში მთავრობის მეთაურის წლიურ ანგარიშს აკრიტიკებენ. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ პრემიერ-მინისტრმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ამომწურავად ისაუბრა.

მსგავსი