პრემიერის ანგარიში და საპარლამენტო დებატები

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის მეთაურის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა გაგრძელდება. გაიმართება პოლიტიკური დებატები, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილს საშუალება ექნება, შემაჯამებელი სიტყვით მიმართოს კანონმდებლებს. ანგარიში მთავრობის მეთაურმა 25 ივნისს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარადგინა, თუმცა, ვერ მოესწრო სიტყვით გამოსვლები.

რა პოზიცია აქვთ დეპუტატებს, თეონა მანაგაძე შემოგვიერთდება საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში.