პრემიერი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. ხაზი გაესვა უმნიშვნელოვანეს როლს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის საკითხს. პრემიერმა აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, 334 დაკარგული პირის ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია, თუმცა 1 835 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ.