პრემიერი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე

საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც კონსერვატიული შეხედულებების და მიდგომების გასაზიარებლად არის შექმნილი. დონალდ ტრამპმა დღეს დისტანციურად მიმართა კონფერენციას, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის და პარტიის ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერიც ესწრება. უკვე მეოთხედ, უნგრეთი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების კონფერენციას მასპინძლობს. ორმაგი სტანდარტები ბრიუსელის მხრიდან, ლიბერალური იდეოლოგიისგან მოსალოდნელი საფრთხეები, შეცვლილი ევროპული ფასეულობები და ევროპაში მიმდინარე გლობალური ცვლილებები – ეს ფორუმზე გამომსვლელთა მთავარი სასაუბრო თემებია. ეროვნული იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვა იყო აქცენტირებული ირაკლი კობახიძის გამოსვლაში. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მთავრობის მეთაურმა „იუესაიდი“ და „ნედი“ უცხოური ინტერვენციების ინსტრუმენტებად და საქართველოში რევოლუციების მოწყობის მიზნით ე.წ. დიფსთეითის იარაღად მოიხსენია. მიმართვის დროს ბრიუსელის მისამართით საკმაოდ მწვავე გზავნილები გააჟღერა უნგრეთის პრემიერმა და მას ომის მომხრე მოძრაობა უწოდა. გამოსვლების დროს რამდენჯერმე ახსენეს ე.წ. „დიფსთეითი“ და მისი გავლენები.