საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ამავდროულად ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის დაფუძნების დეკლარაციას. ეს გაერთიანება, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით შეიქმნა. შედგა ორმხრივი შეხვედრები.