პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

ხვალ საქართველოს პრემიერს სტრასბურგში მოუსმენენ.

მამუკა ბახტაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა, რის შემდეგაც ევროპელი დეპუტატები მას კითხვებს დაუსვამენ. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და იმ რეფორმებზე, რომლებსაც ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ატარებს. გამოსვლას განსაკუთრებული დატვირთვა ექნება, რადგან ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებიდან 20 წლისთავია.

სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა ასამბლეის სასახლის წინ მდებარე ხეივანში, სადაც მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსების ვარსკვლავებია განთავსებული.

სალომე ქოქიაშვილი სტრასბურგიდან.