პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით დღეს გამოვა.

მამუკა ბახტაძე ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განვლილ გზაზე და იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომელიც საქართველოს, როგორც საბჭოს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას, აქვს.

მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა სიმბოლურად ჩვენი ქვეყნის ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება. ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით, დარბაზში „ჩაკრულოც“ აჟღერდება.

პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საბჭოს გენერალურ მდივანს უკვე შეხვდა.

თემის დეტალები „მოამბეში.“