პრემიერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრა ევროპელი დიპლომატების ინიციატივით გაიმართა. საუბრის თემა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაციას იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და დიპლომატიურ კორპუსს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს. პრემიერის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული თითქმის ყველა რეკომენდაცია და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს.